მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ივნისის თვეში, მაისთან შედარებით „ფანასკერტელის ინდექსი“ 2,4%-ით შემცირდა
ივნისის თვის მონაცემები შედარდა მაისის თვეში დაფიქსირებულ მონაცემებს, „ფანასკერტელის ინდექსი” უმნიშვნელოდ შემცირდა და 12,68 პუნქტი შეადგინა.

ივნისის თვეში, მაისთან შედარებით „ფანასკერტელის ინდექსი“ 2,4%-ით შემცირდა

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმასთან“ ერთად  მედიკამენტების ბაზარზე  არსებული ფასების მონიტორინგს განაგრძობს.

ორგანიზაციები ყოველთვიურ რეჟიმში შეისწავლიან სპეციალურად ამ კვლევისთვის შემუშავებულ „ფანასკერტელის ინდექსს“, რომლის მეშვეობით, ყოველთვიური დაკვირვებით,  ინდექსის ზრდის ან შემცირების შემთხვევაში ვგებულობთ, თუ რა ვითარებაა მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების მიმართულებით.

უკანასკნელი კვლევის შედეგად, რომლის მიხედვითაც ივნისის თვის მონაცემები შედარდა მაისის თვეში დაფიქსირებულ მონაცემებს, „ფანასკერტელის ინდექსი” უმნიშვნელოდ შემცირდა და 12,68 პუნქტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტების ფასი ფარმაცევტულ ბაზარზე  2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 10 ივლისის მონაცემებით 2,4%-ით შემცირდა.

დაკვირვებადი 200 დასახელების მედიკამენტიდან, 8 მათგანზე ფასი შემცირდა, ხოლო დანარჩენზე ფასები უცვლელია.

ფასების ცვლილებაზე, როგორც წესი, რამოდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ რიგში, ეს არის თავად ფარმაცევტული კომპანიები, რომელთაც მოგების მაქსიმიზაციისთვის საკუთარი თამაშის წესები გააჩნიათ. მეორე, ეს არის ლარის კურსის ცვლილება ორ ძირითად ვალუტასთან, ევროსთან და აშშ დოლართან მიმართებაში და მესამე ფაქტორი, მთავრობის პოლიტიკა, მოახდინოს ბაზრის დივერსიფიცირების სტიმულირება და ამ გზით აიძულოს კომპანიები ფასების პოლიტიკას გადახედონ. უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, რა პერიოდშიც „ფანასკერტელის ინდექსი“ ქვეყნდება, სამივე ფაქტორის გავლენა იგრძნობოდა, რამაც ინდექსის, მეტწილად დაღმავალი ტრენდი განაპირობა.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …