ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიცირებისთვის ქსელს აფართოებს.
ჩურურეთისა და ვაკის რაიონის შემდეგ ახალი განყოფილება ისანში გაიხსნა. ახლად გახსნილი სერვის-ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ დაათვალიერეს.
კახეთის შესახვევი 4 ნომერში მდებარე ახალი განყოფილება 200მდე ბენეფიაციარს მოემსახურება.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავსი განყოფილებების გახსნა თბილისსა და რეგიონებში კიდევ არის დაგეგმილი, რათა მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში თბილისში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 10 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიოონებში 9 (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი ,ბათუმი და ზესტაფონი).
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.