მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ინდური მედიკამენტი ისეთივე სანდო, ეფექტური და ხარისხიანია, როგორც ევროპული წარმოების
მედიკამენტს გავლილი უნდა ჰქონდეს ხარისხის კონტროლი, ეს ევროპული წარმოების იქნება თუ ინდური წარმოების, არსებითი განსხვავება არ გააჩნია.

ინდური მედიკამენტი ისეთივე სანდო, ეფექტური და ხარისხიანია, როგორც ევროპული წარმოების

ჯენერიკ მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლის საკითხსა და მათი სეგმენტის გაფართოების აუცილებლობას არასამთავრობო ორგანიზაცია სოცკოდექსის წარმომადგენელი და ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა:

„ის მიდგომა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი ჯენერიკ მედიკამენტის შემოსვლა გაზრდის კონკურენციას და მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, არამგონია გამართლებული იყოს. მედიკამენტის ყველა მწარმოებელს საქართველოში აქვს თავისი წარმომადგენლობა – აღნიშნული წარმომადგენლობები ს „ავერსის“ და „პე ეს პეს“ ოფისებშია განთავსებული და მათ შემოაქვთ მედიკამენტები იმ ფასში, რა ფასშიც უნდათ. ისინი წყვეტენ, მედიკამენტებზე ფასების გაზრდისა თუ შემცირების საკითს საქართელოში.

ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი მედიკამენტებთან მიმართებაში. საუბარი იმაზე, რომ მოსალოდნელია ჯენერიკების ბაზარზე შემოტანა, არცერთი კანონი ამას არ არეგულირებს და ამით მიზანს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, ვერ მივაღწევთ“.

რამდენად დაარეგულირებს კანონმდებლობის შეცვლა არსებულ მდგომარეობას, ექსპერტი პასუხობს:

„რა თქმა უნდა, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მდგომარეობა ვერ შეიცვლება თუ არ მოხდება საკანონმდებლო ბაზის მხრივ გარკვეული ცვლილებები. დემოკრატიულ ქვეყნებში ჯადაცვის პრობლემების გადაწყვეტა და რეფორმა, სწორედ, მედიკამენტების ხელმისაწვდომობითა და ამ მიმართულებით შექმნილი პრობლემების დარეგულირებით იწყება.

70–იან წლებში გერმანიაში სწორედ, წამლის ბიზნესის კონტროლით ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. დღეს კი ჩვენთან თავად წამლის ბიზნესი აკონტროლებს მთელ ჯანდაცვას. როგორც ისინი მოინდომებენ, ისე იქნება“.

რამდენად ხარისხიანი და სანდოა ინდური მედიკამენტები, გიორგი ბარამიძე ამ მხრივ საეჭვოს ვერაფერს ხედავს, თუმცა მიაჩნია, რომ ესეც  კომპლექსური საკითხია და ქვეყანაში სპეციალური ლაბორატორიების შექმნის აუცილებლობაზე მიანიშნებს, რომელიც მედიკამენტის ხარისხს დაადგენს, კერძოდ, ესა თუ ის პრეპარატი რამდენად ექვემდებარება არსებულ სტანდარტებს:

 „მედიკამენტს გავლილი უნდა ჰქონდეს  ხარისხის კონტროლი, ეს ევროპული იქნება თუ ინდური წარმოების,   არსებითი განსხვავება არ გააჩნია. ინდური მედიკამენტი ისეთივე სანდო, ეფექტური და ხარისხიანია, როგორც ევროპული წარმოების. თუ ფარმაცევტულ ქარხანას  გავლილი აქვს შესაბასისი სერტიფიცირება და წარმოებისას  ხარისხის სტანდარტებს იყენებს, მისი პროდუქტი სანდო და მისაღებია“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასა, თავისი აზრი გამოთქვა “სტომატოლოგიური კაბინეტი ქ&ქ’’–ს თერაპევტმა ქეთევან ქავთარაძემ და რეფორმას წარმატებული უწოდა:

„ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა პაციენტებს გაუადვილებთ მკურნალობის პროცესს, რადგან მათ შეეძლებათ დაავადების საწყის ეტაპზე მიაკითხონ ოჯახის ექიმს, რომელიც სრულიად უფასოდ გაუწევთ მათ შესაბამის კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში მოხდება  ვიწრო სპეციალისთან გადამისამართება“.

ქეთევან ქავთარაძემ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წამლის ფასების კატასტროფული ზრდა იწვევს პაციენტების უკმაყოფილებას, რომლებიც მკურნალობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, რადგან არ აქვთ შესაძლებლობა  გაძვირებული მედიკამენტები შეიძინონ.

“მედიკამენტები ძალიან გაძვირდა. პაციენტებიც უკვე გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია როგორმე დაბალანსდება’’, – აღნიშნავს ექიმი და გამოსავალს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართობაში ხედავს. თუმცა განმარტავს რომ ამ მიმართულებით აუციელებელია მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებაც.

itv.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …