ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დღეს დისკუსიას – “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა – 2015 წლის შეჯამება” გამართავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პანელში მონაწილეობის მისაღებად სამი მომხსენებელია მიწვეული, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი მაია მაღლაკელიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა.
თითოეული პანელის მომხსენებელი ისაუბრებს 15 წუთის განმავლობაში, მოხსენებების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
ღონისძიება პროექტის “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება” ფარგლებში ტარდება.