მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » იაშვილის საავადმყოფოს მშობელთა სკოლაში პირველი ღია ლექცია ჩატარდა
მშობელთა სკოლაში პირველი ღია ლექცია ჩატარდა აქტუალურ თემაზე "ცხელება ბავშვებში" ლექცია იაშვილის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ წაიკითხა.

იაშვილის საავადმყოფოს მშობელთა სკოლაში პირველი ღია ლექცია ჩატარდა

“მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” მშობელთა სკოლაში პირველი ღია ლექცია ჩატარდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “სამედიცინო კორპორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, ყველა მშობლისთვის აქტუალურ თემაზე “ცხელება ბავშვებში” ლექცია იაშვილის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ წაიკითხა.

“ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ. იაშვილის მშობელთა სკოლაში ჩატარებული ყველა ღია გაკვეთილს თან ვიდეო ვერსიაც დაერთვება და მისი ნახვა სოციალურ მედიაში “სამედიცინო კორპორაცია ევექსისა” და იაშვილის კლინიკის “ფეისბუქ” გვერდზე ყველასთვის შესაძლებელი იქნება”, _ აცხადებენ სამედიცინო კორპორაციაში.

მათივე თქმით, მშობელთა სკოლა “სამედიცინო კორპორაცია ევექსისა” და იაშვილის კლინიკური საავადმყოფოს ერთობლივი სოციალური პროექტია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს, 17:00 საათზე მშობლებისთვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.

მიმდინარე კვირის სალექციო თემა იქნება “ფებრილური გულყრა”, რომელსაც ნანა ტატიშვილი წაიკითხავს.

პირველი გაკვეთილის სანახავად ეწვიეთ „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ გვერდს ფეისბუქზე: https://www.facebook.com/evexmedicalcorporation/

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …