მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მეცხრე სალექციო სესია გაიმართება
მშობლებისათვის სალექციო სესიაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მეცხრე სალექციო სესია გაიმართება

5 მაისს, 17:00 სთ-ზე “მშობელთა სკოლაში” რიგით მეცხრე ღია ლექცია ჩატარდება.

სასესიო თემა იქნება “მუცლის ტკივილი”, რომელსაც იაშვილის კლინიკის აბდომინური დეპარტამენტის პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე წაიკითხავს.

ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.

მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7

ipress.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …