„ჰუმანითთან“ დაკავშირებით ატეხილი ხმაურის ინიციატორებიდან არცერთი პირადად მე არ დამკავშირებია და არ დაინტერესებულა, რომ ჩემგან მიეღოთ ინფორმაცია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
საგანელიძე იმ აჟიოტაჟს ეხმაურება, სადაც საუბარი „ჰუმანითის“ შეეხება. საგანელიძის ინფორმაციით, ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობისთვის საპარტნიორო ფონდმა “ჰუმანითს“ კრედიტი გამოუყო, რომელიც 9 მილიონ ლარს შეადგენს.
„ეს თანხა არის 9 მილიონი და არა 30, როგორც ამას ამბობენ. საიდან გაჩნდა საერთოდ ეს ციფრი, არ ვიცი.
საპარტნიორო ფონდმა „ჰუმანითის“ არ აჩუქა ეს ფული, ეს არის კრედიტი, რომლის უკანაც საკმაოდ მყარი საბანკო გარანტიებია, თუ “ჰუმანითი” არ შეასრულებს ვალდებულებებს, საპარტნიორო ფონდისთვის ეს არ არის პრობლემა, რადგან გვაქვს საკმაოდ მყარი გარანტიები. დაგეგმილია საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, შერჩეულია ტერიტორიაც.
სწორედ “ჰუმანითის” დამსახურებაა ისიც, რომ ზაფხულში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 300-მდე დასახელების მედიკამენტი გაჩნდა და ეს რეალურ ფასებთან შედარებით, 30% დაბალი იყო, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათი იყო, ეს არის გარკვეული კონკურენცია და ბაზარი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ამიტომ გაუგებარია ფარმაცევტული საწარმოების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი.“-განაცხადა დავით საგანელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საგანელიძე „ჰუმანითიში“ მისი ნათესავის მუშაობის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება.
საგანელიძე აცხადებს, რომ მისი ნათესავი გიორგი საგანელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე, მის საპარტნიორო ფონდში მისვლმდეც მუშაობდა.
“გიორგიმ დაიწყო მუშაობა ჩემ მისვლამდე 2 წლით ადრე, ამ ადამიანს ეკავა ერთ-ერთი დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე არის კარგი თარჯიმანი და ნეპოტიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით რა შუაშია, ჩემთვის გაუგებარია,“ – განაცხადა დავით საგანელიძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.