მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჰერა და მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად HERA / Georgia Race for the Cure
შემოგვიერთდით ყოველწლიურ მარათონზე სიცოცხლის გადასარჩენად! Join Us on Annual Race for the Cure! სიუზან კომენის მარათონი სიცოცხლის გადასარჩენა

ჰერა და მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად HERA / Georgia Race for the Cure

შემოგვიერთდით ყოველწლიურ მარათონზე სიცოცხლის გადასარჩენად!  Join Us on Annual Race for the Cure!

სიუზან კომენის მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად

კამპანიის ხანგრძლივობა: 2 ივნისი – 2 ივლისი

ჩაერთე ყველაზე მაშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებაში სიცოცხლის გადასარჩენად!

11 ივნისს კუს ტბის ტერიტორიაზე მხარდასაჭერი მარათონი გაიმართება:

5 კმ სირბილის ტური და 2 კმ მსვლელობა.

ძუძუს კიბოს პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით. მარათონის პარალელურად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საოჯახო, საბავშვო და სპორტულ გასართობ აქტივობებში, ჩაერთოთ გამოფენა-გაყიდვის აქციაში და შეიძინოთ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია. შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება საქართველოს მარათონის ფონდში.

20 ლარიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში გადმოგეცემათ მარათონის ნომერი და სარბენი მაისური. სრული პაკეტი, რომლის საფასურიც 40 ლარს შეადგენს, მოიცავს მარათონის ნომერს, სარბენ მაისურს და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ სიმბოლურ ჩანთას. სტუდენტური IDს წარმოდგენის შემთხვევაში, მარათონზე დასწრება უფასოა.  

11 ივნისი – მარათონი

• 11 ივნისს გაიმართება მარათონი კუს ტბაზე.
• მომზადდება Pink Startup Market ზონა სადაც სტუმრები ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში და შეძლებენ დაესწრონ გამოფენა-გაყიდვას.
• მომზადდება საბავშვო ზონა, სადაც მშობლები შეძლებენ დატოვონ ბავშვები ანიმატორებთან და ჩაერთონ მარათონში. საბავშვო ზონაში ჩატარდება მრავალფეროვანი აქტივობები და საინტერესო თამაშები. გაიყიდება კურა-კურას ვარდისფერი პროდუქცია.
• ექსპერიმენტორიუმი – ნახევარსაათიანი აზოტის შოუ
• მომზადდება ფიტნეს ზონა სადაც ჩატარდება სპორტული აქტივობები პროფესიონალ მწვრთნელთან ერთად.
• მომზადდება ყვავილების, სახის მოხატვის და სილამაზის კუთხე.
• გექნებათ საშუალება თვალი ადევნოთ საინტერესო და ორიგინალურ წარმოდგენებს.
• გაიყიდება ღონისძიებისთვის სპეციალურად მომზადებული ვარდისფერი დესერტები და სიმბოლური ჩანთები. 

HERA / Georgia Race for the Cure

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …