მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტები წყალტუბოს კურორტზე სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან
საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცი

ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტები წყალტუბოს კურორტზე სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან

1-11 სექტემბერს ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტები წყალტუბოს კურორტზე სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციიდან“ აცნობეს, სარეაბილიტაციო კურსს ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებული ცხრა მოზრდილი და სამი ბავშვი გაივლიან. მათი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები ქ. ნიჟკერკში მდებარე „ჰოლანდიის ჰემოფილიის საზოგადოებამ“ გამოყო.

საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ბანლეოლოგიურ აბაზანებთან ეთად სხვა საჭირო პროცედურებიც ჩაუტარდებათ.

„ასოციაცია მადლობას უხდის „ჰოლანდიის ჰემოფილიის საზოგადოებას“ ამ პროექტში მონაწილე პაციენტთა სახელით, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, მათი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი და საჭირო სარეაბილიტაციო კურსი გაიარონ ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში, რომლის ერთ-ერთი მიმართულება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მკურნალობაა“, – აცხადებენ ასოციაციაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …