მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჰაერის დაბინძურების ახალი მაჩვენებლები თბილისის ქუჩების და მუნიციპალიტეტების მიხედვით
აზოტის დიოქსიდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე - 90-ია, როდესაც საშუალო მაჩვენებელი 81-ზე მთავრდება.

ჰაერის დაბინძურების ახალი მაჩვენებლები თბილისის ქუჩების და მუნიციპალიტეტების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ინდიკატორული გაზომვის ახალ შედეგებს აქვეყნებს. სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატიას თქმით, ინდიკატორული გაზომვები ოთხი ტიპის ინფორმაციას იძლევა.

ეს არის გოგირდის და აზოტის დიოქსიდები, ბენზოლი და ოზონი. მისივე თქმით, ანალიზები ინგლისის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში კეთდება, რადგან საქართველოში ამ ეტაპზე შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს.

“გარდა ქალაქ თბილისისა, სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში გადავედით. მუნიციპალიტეტებში, გარდა ისეთი დიდი ქალაქებისა, როგორიცაა რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, არსებითი დაბინძურება არ გვაქვს“, – ამბობს თამარ ბაგრატი “საქმიან დილასთან” საუბრისას. მისი თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ მონაცემები, 80 პუნქტიდან არის შეგროვებული.

“მეოთხე ეტაპის შედეგებით, თუ წინა პერიოდში ასეთი მაღალი დაბინძურება არ დაფიქსირებულა, როგორიც ახლა დაფიქსირდა მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე ნახავთ, რომ მაჩვენებელი 90-ია, როდესაც საშუალო მაჩვენებელი 81-ზე მთავრდება. სამწუხაროდ, აზოტის დიოქსიდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მეტრო სადგური “დელისი“, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ტაშკენტის ქუჩის გადაკვეთაზე თანდათან იკლებს საშუალო მაჩვენებლის ფარგლები, ასევე პირველი საშუალო სკოლის შენობა – თავისუფლების მოედანი, აგლაძისა და სამტრედიის ქუჩების გადაკვეთა, ეს ის ლოკაციებია, სადაც მეოთხე ეტაპზე შედარებით მაღალი მაჩვენებლები იყო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივია პრობლემები იდენტიფიცირებული აქვს. მონიტორინგის ასეთი აქტივიზაცია სწორედ იმას უკავშირდება რომ ჩვენ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მივიღოთ იმის შესახებ, თუ რას ვსუნთქავთ. გარკვეული გეგმები არსებობს.

საწვავის ხარისხის კონტროლთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამას სხვა ინსტიტუცია აკეთებს, თუმცა პირველი საწვავის შედეგები უკვე დაიდო და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგებია. ასევე სააგენტოს კომპეტენციიდან გეტყვით, რომ ტყვია ჰაერში, რომელიც ძალიან მნიშნელოვანი და აქტუალურია, რომელსაც საწვავსაც უკავშირებდნენ, საბედნიეროდ ის დასაშვებ ნორმაზე ნაკლები ოდენობა გვაქვს ჰაერში. ჩვენ კვლევის მიმართ ინოვაციურ მიდგომაც გვქონდა.

ვიცოდით თბილისში “ჭკვიანი შუქნიშნების“ არსებობის შესახებ, რომელიც ავტომობილების რაოდენობას ითვლის და ამიტომ გვინდოდა ექსპერიმენტულად დაგვემტკიცებინა, რომ ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტი ერთ-ერთი დამაბინძურებელია.

ჩვენი ინდიკატორები “ჭკვიან შუქნიშნებთან“ განვალაგეთ, შემდეგ “ჭკვიან შუქნიშნებიდან“ ავტომობილების ნაკადების რაოდენობა ავიღეთ და სწორედ აზოტის დიოქსიდთან გავაკეთეთ კორელაცია, რაც ყველაზე დიდი დამაბინძურებელია, რამდენიმე არ ემთხვევა, მაგრამ იმას რასაც ვვარაუდობდით, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია დაემთხვა“, – განაცხადა თამარ ბაგრატმა.

1 2 3 4

5

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …