გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში(გურჯაანი, რუსთაველის ქ.№4), ხვალ, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი, ატარებს სისხლის უანგარო დონაციის აქციას.
აქციის სახელწოდებაა – “გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე”.
სისხლის ჩაბარება შესაძლებელი იქნება დილის 11:00 სთ-დან.
ყველა დონორს, უფასოდ ჩაუტარდება სისხლის ჯგუფის რეზუს ფაქტორის, B, C ჰეპატიტების, HIV ვირუსის და სიფილისის გამოკვლევები.