„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყველა მსურველს სპეციალურ კარდიოლოგიურ სკრინინგ-პაკეტს სთავაზობს.
კარდიოლოგიური სკრინინგ პაკეტი მოიცავს კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრაფიას და ლიპიდური სპექტრის განსაზღვრას სისხლში და ეს ყველაფერი 170 ლარის ნაცვლად მხოლოდ 35 ლარი ეღირება.
აქციის ფარგლებში ასევე განხორციელდება 40 %-იანი ფასდაკლება გულის ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე. (ექო)
ამ შემოთავაზებით სარგებლობა 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია ყველას.
აქცია თბილისის მასშტაბით „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ყველა ამბულატორიულ ცენტრში გაიმართება.
- თბილისის ამბულატორიული ცენტრი – ვაჟა-ფშაველას 40;
- ევექსის დიაგნოსტიკური ცენტრი – ქავთარაძის 23;(ყოფილი ლეჩკომბინატი)
- მთაწმინდის ამბულატორიული ცენტრი – ვეკუას 3;
- დიდუბის ამბულატორიული ცენტრი – წერეთლის 141ა;
- ვარკეთილის ამბულატორიული ცენტრი – ჯავახეთის 30.
- გლდანის ამბულატორიული ცენტრი – გლდანის I მ/რ;
- ისნის ამბულატორიული ცენტრი – ქეთევან წამებულის 69.;
მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია T 2 55 05 05
„გულის მსოფლიო დღე“ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას ემსახურება. პროფილაქტიკური გამოკვლევები საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა იშემიური დაავადებების განვითარებისა და უეცარი სიკვდილის რისკებს
newposts.ge