ღუდუშაურის კლინიკას, 27-28 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით რუსეთში მოღვაწე, უმაღლესი რანგის ენდოვასკულური ქირურგი, პროფესორი ვუგარ ალიევი ეწვევა.
ექიმი პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს, რომლებიც ენდოვასკულურ (სისხლძარღვშიდა) ჩარევას საჭიროებენ.
„შეუძლიათ მოგვმართონ პაციენტებმა, რომელთაც აწუხებთ: თავის და ზურგის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმული დაავადება; არტერიო-ვენოზური მალფორმაცია; საძილე არტერიის სტენოზი; გიგანტური სიმსივნეები“,- აცხადებენ ღუდუშაურის კლინიკაში.
მათივე ინფორმაციით, პაციენტთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. რეგისტრაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 599 962 036