მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » გერმანელი პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციებს ჩაატარებენ
გერმანელი პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პაციენტთა კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებენ.

გერმანელი პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციებს ჩაატარებენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორების მორიგი ლექციები ჩატარდა.

თსსუ-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტს ეწვივნენ ქ. დუისბურგის (გერმანია) ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები:

თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ანდრეას ჰამმახერი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი კარსტენ კრაბსი.

გერმანელმა კოლეგებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს შემდეგი ლექციები:

• „ზედა ყბის წიაღის ოდონტოგენური ანთებითი დაავადებები“ – პროფესორი ჰელმუტ ზიბერი
• „ძვლის ჩამნაცვლებლის და მემბრანების გამოყენება ექიმ–სტომატოლოგის პრაქტიკულ საქმიანობაში“ – პროფესორი ვიქტორ ვაილერტი
• „რეანიმაცია“ – პროფესორი კარსტენ კრაბსი
• „გადაუდებელი შემთხვევები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ – პროფესორი კარსტენ კრაბსი
• „თერაპია ბისფოსფონატებით – გამოწვევა სტომატოლოგიისთვის“ – პროფესორი ანდრეას ჰამმახერი.

ლექციების პარალელურად, გერმანელი პროფესორები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პაციენტთა კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებენ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …