თბილისის სატრანსპორტო კომპანია აგრძელებს სოციალურ პროექტებში მონაწილეობას, 14 ივნისს, სისხლის დონორის მსოფლიო დღეს კომპანია უანგარო დონორის აქციაში ჩაერთო.
თანამშრომლები სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა მიიღო. წელს სისხლის დონორის მსოფლიო დღის დევიზია „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი.“
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ პასუხისმგებლობას. კომპანია მომავალშიც გეგმავს აქტიურად ჩაერთოს მსგავს სოციალურ პროექტებში.