მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » გარდაცვლილი პაციენტის საქმეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შეისწავლის
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალში“ გარდაცვლილი პაციენტის საქმეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შეისწავლის

გარდაცვლილი პაციენტის საქმეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შეისწავლის

„ჯეო ჰოსპიტალის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილი პაციენტის საქმის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო იწყებს. ამის შესახებ განცხადებას სააგენტო ავრცელებს.

,,დღესვე იქნება გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაცია და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. საკითხის საბოლოო შესწავლისთვის, მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა“, – აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის სახელწმიფო რეგულირების სააგენტოში.

საქმე ეხება 59 წლის ქალის გარდაცვალებას, რომელიც გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალში“ გულის პრობლემებით შეიყვანეს, ქალს ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა მანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში სამედიცინო დაწესებულების ექიმებს ადანაშაულებენ, მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დალურჯებები, თავის არეში კი ჭრილობა აღენიშნება. ოჯახის მოთხოვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

medianews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …