მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ”ურანტის” თანამშრომლებს ახალ განყოფილებაში საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობს
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ააიპ ”ურანტის” თანამშრომლებს ახალ განყოფილებაში საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობს.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ”ურანტის” თანამშრომლებს ახალ განყოფილებაში საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობს

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ააიპ ”ურანტის” თანამშრომლებს ახალ განყოფილებაში საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობს.

ასე პასუხობს პრევენციის ცენტრი ”ურანტის” ხელმძღვანელის ბრალდებებს, რომელიც ცენტრის მენეჯმენტს ”ურანტის” მიზანმიმართულ გაკოტრებაში ადანაშაულებს.

”1-ელი ივლისიდან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აფართოებს ბენეფიციართა მომსახურების არეალს, რის გამოც მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამის განხორციელებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებით არც ერთი ბენეფიციარის მედიკამენტით უზრუნველყოფის პროცესი არ შეფერხდება, უფრო მეტიც, მომსახურება მათთვის გახდება უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი.

გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანია, ბენეფიციარებისთვის უკეთესი პირობების შექმნა. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები, რომლის თითქმის ნახევარი მიემართებოდა ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციაზე და მეტი წილი ნაწილდებოდა ააიპ „ურანტის“ ადმინისტრაციულ ხარჯზე, 1-ელი ივლისიდან სრულად მოხმარდება ბენეფიციარების სერვისების გაუმჯობესებას.

ასევე, პროგრამის განხორციელებაში ჩართულ „ურანტის“ ყველა თანამშრომელს, ცენტრი სთავაზობს იმავე საქმიანობის გაგრძელებას ახალ განყოფილებებში”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

”ურანტის” ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ პრევენციის ეროვნული ცენტრი კლინიკის გაკოტრებას ცდილობს, რაც დაუშვებელია. აღნიშნულის გასაპროტესტებლად ხვალ სიხარულიძე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …