მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალური ანგარიში მთავრობას
2017 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ერთად საზოგადოებას სპეციალური ანგარიში წარუდგინა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალური ანგარიში მთავრობას

2017 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ერთად საზოგადოებას სპეციალური ანგარიში წარუდგინა.

სპეციალური ანგარიშისთვის ჩატარებული კვლევის პროცესში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ხელვაჩაურის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პრივატიზაციის საკითხები და დოკუმენტაცია შეისწავლეს.

როგორც კვლევამ აჩვენა, ბუნდოვანია პრივატიზაციის მიზნები და მისი შედეგები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული კონცეფციის და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საქმეში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრივატიზაციის პროცესს თან უნდა ახლდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, განსახორციელებელი სტანდარტები მომსახურების ხარისხთან, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და ადამიანის უფლებების ასპექტებთან დაკავშირებით.

უპირობოდ უნდა მოხდეს კლინიკური პერსონალის პროფესიულ ცოდნისა და უნარების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი კვალიფიკაციის ამაღლება. რეაბილიტაციის პროცესში კი მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად საჭიროა პაციენტთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა.

გამჭვირვალე უნდა იყოს დაწესებულებების მუშაობის პრინციპები, ასევე ინფორმაცია მფლობელისა და ბიზნეს-გეგმების შესახებ. მიწოდებულმა სერვისებმა სრულად უნდა დააკმაყოფილოს ფინანსური და კლინიკური სტანდარტები.

კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ პრივატიზაციის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნათა დეტალური სია და დაზუსტდეს სანქციები, რომლებიც მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ამოქმედდება. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს კონტროლის ადეკვატური ფორმები, მათ შორის საზოგადოებრივი და პაციენტთა საბჭოები, ხოლო პაციენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყოს საჩივრების შეტანის მექანიზმი.

info9.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …