15 აგვისტოს, ფოთის ჰოსპიტალში უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები ჩატარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევექსიდან“ აცნობეს, ოფთალმოლოგი კოკა გელენიძე უფასო კონსულტაციებს, ბიომიკროსკოპიას, მხედველობის სიმახვილის დადგენას, ტონომეტრიას და საჭიროების შეთხვევაში თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპიას ჩაატარებს.
მათივე ცნობით, უფასო სამედიცინო კონსულტაციები 50 წელს გადაცილებულ პაციენტებისთვის ჩატარდება და სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: +995 32 2 55 05 05.
ოფთალმოლოგი ჩაწერილ პაციენტებს 09:30-17:30 საათამდე მიიღებს.