მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფონდმა ჰუმანითიმ უნივერსალური სამედიცინო ცენტრის პაციენტებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა
ფონდი ჰუმანითის დირექტორმა სესილი გოგიბერიძემ პატარებს სმარტფონები გადასცა. საჩუქრები თავად პატარების სურვილების სიიდან შეირჩა.

ფონდმა ჰუმანითიმ უნივერსალური სამედიცინო ცენტრის პაციენტებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

1 ივნისს,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ფონდი ჰუმანითის“ წარმომადგენლები უნივერსალური სამედიცინო ცენტრის პაციენტებს ეწვივნენ და ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

„ფონდი ჰუმანითის“ დირექტორმა სესილი გოგიბერიძემ პატარებს სმარტფონები გადასცა. საჩუქრები თავად პატარების სურვილების სიიდან შეირჩა.

„ფონდი ჰუმანითის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ბავშვებზე ზრუნვა. რადგან ფონდი დიდი ხნის შექმნილი არ არის, ჩვენ პირველად ვმონაწილეობთ, ბავშვთა დღის აღნიშვნაში, რომელიც უკვე ტრადიციულია ეროვნული ონკოლოგიის ცენტრისათვის. ძალიან გვინდა, რომ დღევანდელი დღე დასამახსოვრებელი იყოს თქვენთვის და შევძლოთ ზოგიერთი თქვენი სურვილის ასრულება.“-აღნიშნა სესილი გოგიბერიძემ.

ფონდის წარმომადგენლებმა სადღესასწაულო ტორტი ბავშვებთან ერთად დაჭრეს და ბავშვთა დაცვის დღის აღნიშვნა აბაშიძის 34-ში მდებარე კაფე კამპარინოში გააგრძელეს. პატარებმა მონაწილეობა მიიღეს სადღესასწაულო პიცის გამოცხობაში.  ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა ქეთი ფარესაშვილმა და გიორგი სუხიტაშვილმა პატარებთან ერთად შეასრულეს კარაოკე სიმღერები და მათთან ერთად  სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …