მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადება
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია უახლოეს პერიოდში გეგმავს გამართოს პრესკონფერენცია ყველა დაინტერესებული ექსპერტისა და ჟურნალისტის მონაწილეობით.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადება

ფარმაცევტული კომპანიების  ასოციაცია და მისი წევრები ეხმაურებიან  ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს.

აქვე , გვსურს დავაფიქსიროთ, რომ  ასოციაციის მხრიდან  ეს რელიზი წარმოადგენს  ამ სახის განცხადებებზე  გამოხმაურების ბოლო და ერთჯერად  ქმედებას.

ასოციაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ ფარმ ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, რომლებიც ბოლო 20 წელზე მეტია ზრუნავენ ამ დარგის განვითარებასა და აღორძინებაზე, წარმოადგენენ ქვეყანაში უმსხვილეს დამსაქმებელს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან რგოლს. ასოციაციის წევრი კომპანიები თავს არ ვთვლით  ვალდებულად პრესის ფურცლებიდან ინფორმაცია მივაწოდოთ და კომენტარები გავაკეთოთ  არაკომპეტენტურ განცხადებებზე  და ასევე  არ ვაპირებთ   პოლემიკის რეჟიმში ჩართვას.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია  უახლოეს პერიოდში გეგმავს გამართოს  პრესკონფერენცია ყველა დაინტერესებული ექსპერტისა და ჟურნალისტის მონაწილეობით, სადაც საზოგადოება   უშუალოდ ფარმ კომპანიების წარმომადგენლებისაგან  მიიღებს აკადემიურ და კომპეტენტურ განმარტებას  მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე.

ipress.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …