მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთის მოქალაქეების მიერ მედიკამენტების შესაძენად საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ეხმაურება.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

Jandacva.ge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთის მოქალაქეების მიერ მედიკამენტების შესაძენად საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ეხმაურება.

საუბარია Armenia Today-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტული პროდუქცია საქართველოში სომხეთის ბაზართან შედარებით ბევრად იაფია. საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია სომხური მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იზიარებს.

ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების ზრდას ხელს შეუწყობს ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეცვლა.

,,ამ ეტაპზე ჩვენ არ შევუდგებით კანონპროექტის განხილვას, ვინაიდან უცნობია თუ რა სახით იქნება იგი მიღებული საბოლოოდ, თუმცა გვინდა ავღნიშნოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებისა და ექსპერტების გადმოცემით, თუ კანონპროექტი მიღებული იქნა არსებული რედაქციით, იგი გაზრდის ბაზარზე  იმპორტირებული მედიკამენტების მონოპოლიას, გააძლიერებს ბიუროკრატიას და კორუფციის რისკებს.“

– ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …