მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფარმაცევტები მედიკამენტების ხარისხის კონტროლოს გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ
ფარმაცევტები მიიჩნევენ რომ მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს და აუცილებელია ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

ფარმაცევტები მედიკამენტების ხარისხის კონტროლოს გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ

მსოფლიო მასშტაბით პაციენტების 90 პროცენტი ინდური ჯენერიკის მომხმარებელია. რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის?

რით განსხვავდება ის ბრენდისგან და მისი მოხმარების საკითხს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ, უცნობია.

ექსპერტები და სპეციალისტები აღნიშნულ ფაქტს ინფორმაცულობის დაბალ დონეს უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ექიმმა კარგად უნდა აუხსნას პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა.

განმარტავენ, რომ ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია. ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ, ჯერ კიდევ, შემოდგომით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვება დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს. ამისთვის კი, აუცილებელია ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

მთავრობის გუშინდელ სხდომაზე „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტი განიხილეს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება.

„ხსდომაზე ჯანდაცვის სამინისტროდან სამი საკითხი გვქონდა. ერთ-ერთი მათგანი „სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის” დამტკიცებაა. ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

თუ აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ პრეზიდენტი ირინა ჭელიძე მედიკამენტების ხარისხის კონტროლოს გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.

„საქართველოში წამლის კონტროლი არ ხორციელდება. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ ინიციატივას. უბრალოდ, არ ვარ ინფორმირებული რა სახით აპირებენ შემოწმებას, რომელ ლაბორატორიებში შეამოწმებენ კონკრეტულად და ა.შ. უმჯობესი იქნება, უფრო დეტალური ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი. საინტერესოა, პარალელური იმპორტით შემოტანილი მედიკამენტებიც გაიგზავნება და შემოწმდება თუ არა. მივესალმები ინიციატივას, თუმცა სასურველია უფრო დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“, – აცხადებს ირინე ჭელიძე.

info9.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …