ჯანდაცვის პლატფორმა მაისის თვის ჩვილის აფთიაქის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ორგანიზაციამ შეისწავლა17 დასახელების მედიკამენტის ღირებულება და ფასი 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასების აპრილისა და მაისის თვის მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ წინა თვესთან შედარებით, მაისში საბავშვო აფთიაქის შევსება 4%-ით უფრო იაფია.
უფრო დეტალურად კი კონკრეტული მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:
საბავშვო აფთიაქი (3-5წლამდე)
მოვლის საშუალებები:
ყურის ჩხირები (N100)- 1.15ლ
საბავშვო კრემი-3.85ლ
ბამბა-1.00ლ
სტერილური ბინტი -1.04ლ
ბრილიანტის მწვანე – 0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი – 0.51ლ (100მ)
სპირტი- 1.40ლ
დამწვრობისთვის:
თურმანიძის მალამო- 5.88
ყელის ტკივილი:
სტრეფსილსი- 8.50ლ
გაციება:
პანადოლი- 8.20ლ
ვიბურკოლი(სანთლები) -13.37ლ
კუჭ–ნაწლავისთვის:
რეჰიდრონი ოპტიმი-26.00ლ
ენტეროლი- 8.50ლ
ყურისტკივილის:
ოტიპაქსი – 7.20ლ
თვალის ტკივილის:
ალბუციდი- 1.20ლ
ანტიჰისტამინური:
ცეტირიზინი-2.50ლ
მგზავრობისთვის:
დრამინა- 5.60ლ
ჯამი: 97 ლარი
ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო და აუცილებელი მედიკამენტების სიისა და ფასების შესწავლას. უახლოეს მომავალში გავრცელდება ისეთ ჯგუფის აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი, როგორიცაა: პირველადი აფთიაქი, მძღოლის აფთიაქი, ოფისის, ოჯახის, აგარაკის, ტურისტის აფთიაქი და სხვა.