“ევროპული საქართველო’’ განათლების და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს აძლევს რეკომენდაციებს სთავაზობს.
“მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრებმა მარიამ რამინაშვილმა და სერგო რატიანმა განცხადება პედაგოგთა ავადმყოფობის დროს მათი ანაზღაურების შესახებ პრობლემებზე განცხადება გააკეთეს.
“სამ თვეზე მეტია, რაც “ევროპული საქართველო” ითხოვს პედაგოგთა ავადმყოფობის დროს მათი ანაზღაურების წესის შეცვლას. სამ თვეზე მეტია, მიუხედავად დაპირებისა, განათლების სამინისტრო ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას. განათლების მინისტრმა გააკეთა კიდევ ერთი განცხადება, რომ მთავრობა ფიქრობს ცვლილებების თაობაზე, მაგრამ საკითხის მოგვარება, მისი სირთულიდან გამომდინარე, მოითხოვს დროს.
უნდა ითქვას, რომ ეს აღარაა უკვე ოცნების მთავრობის უუნარობა. მსგავსი მიდგომა წარმოადგენს მიზანმიმართულ მავნებლობას და ცინიკურ დამოკიდებულებას მასწავლებელთა მიმართ.’’
,,ევროპული საქართველო’’ განათლების და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს აძლევს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და სთავაზობს პრობლემის მოგვარების კონკრეტულ ნაბიჯებს:
ან განათლების მინისტრმა:
- საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე 126/ნ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ, მოეხსნას თანამდებობრივ დანამატებს დანამატის სტატუსი და გაერთიანდეს თანამდებობრივი სარგოს კრიტერიუმში,
ან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა:
- შევიდეს ცვლილება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №87/ნ ბრძანებაში და თავი II ; მუხლი 6; მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულ გამონაკლისებს შორის დაემატოს პედაგოგთა სტატუსიც. დაბოლოს, ამ თემასთან დაკავშირებით, მოვითხოვ განათლების კომიტეტმა შეიმუშავოს განცხადების ტექსტი, რომელშიც დაფიქსირდება პრობლემის არსისა და მისი მოგვარებისა შესახებ კომიტეტის პოზიცია.”