მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ევექსმა კიდევ 2 სამედიცინო კომპანია შეიძინა
ევექსმა წლის I ნახევარი 51,5 მილიონიანი მოგებით დაასრულა, ამასთანავე სს „პედიატრიის“ 76%-იანი და შპს „ფათჯეო“-ს 100%-იანი წილი შეიძინა.

ევექსმა კიდევ 2 სამედიცინო კომპანია შეიძინა

თბილისი (GBC) –  სამედიცინო კორპორაცია ევექსმა წლის I ნახევარი 51,5 მილიონიანი მოგებით დაასრულა.

კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 6 თვის მონაცემებით „ევექსმა“ ჯანდაცვის მომსახურებიდან 118 მლნ ლარის  შემოსავალი მიიღო, შარშან ამავე პერიოდში შემოსავალი 86,5 მლნ იყო.

საერთო მოგება 53,7 მლნ ლარს შეადგენდა.  ამასთან, პერიოდის მოგება და მთლიანი შემოსავალი 51,54 მლნ ლარია, აქედან 43,991 მლნ კომპანიის აქციონერებისთვის არის განკუთვნილი, 7,5 მლნ არასაკონტროლო პაკეტის მფლობელებისთვის.

კომპანია გაფართოების გაგრძელებაზეც აცხადებს. ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ  2016 წლის ივლისში ჯგუფმა შეიძინა ბავშვთა გადაუდებელი მომსახურების მომწოდებლის – სს „პედიატრიის“ 76%-იანი წილი.

2016 წლის აგვისტოში კი, ხელშეკრულება გააფორმა ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელი კომპანია შპს „ფათჯეო“-ს 100%-იანი წილის შესაძენად.

წილი გადმოფორმდა 2016 წლის სექტემბერში. მენეჯმენტი წმინდა აქტივების საბაზრო ღირებულებების შეფასების პროცესშია.

gbc.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …