სამედიცინო კორპორაციის ცნობით, ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში (ქავთარაძის ქ. N23) 13 ნოემბერს უფასო კონსულტაციები გაიმართება.
6 საათის განმავლობაში ( 11:00-17:00) ჰეპატო-პანკრეატო-ბილიური პათოლოგიის და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებს ქირურგი კახაბერ ქაშიბაძე და ჰეპატოლოგი სოფო ბერიძე გაესაუბრებიან.