მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ,,ენმედიცინის” ექიმებმა ქარელელებს უფასო გამოკვლევები გამგეობის შენობაში ჩაუტარეს
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით, კლინიკა „ენმედიცინი“-ს ექიმები ჩავიდნენ.

,,ენმედიცინის” ექიმებმა ქარელელებს უფასო გამოკვლევები გამგეობის შენობაში ჩაუტარეს

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით, კლინიკა „ენმედიცინი“-ს ექიმები ჩავიდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ადგილობრივებისთვის უფასო აქცია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, გაიმართა.

,,პაციენტებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ანგიოლოგის მომსახურებით.” – აცხადებენ პრეს-სამსახურში.

გამგეობის წარმომადგენლების ცნობთ, ექიმები 163 ბენეფიციარს მოემსახურნენ, რომელთაც კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარეს.

qartli.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …