მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ენდომეტრიოზის თემაზე კონფერენცია ჩატარდება
ენდომეტრიოზის ევროპულმა ცენტრმა კლინიკას ახლახან ოფიციალურად მიენიჭა ევროპული სტანდარტის სერტიფიკატი - გახდა ამ დარგის პირველი ცენტრი საქართველოში.

ენდომეტრიოზის თემაზე კონფერენცია ჩატარდება

“ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, თსუ-ის პროფესორი არსენ გვენეტაძე კონფერენციას გამართავს.

როგორც ”ინტერპრესნიუს” ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, ენდომეტრიოზი ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალთა პოპულაციის 5-15 %-ში. უნაყოფო პაციენტების 40-50 %- ში, ხოლო მტკივნეული მენსტრუაციების დაახლოებით, 60-70 %-ში.

”ევროპული სერტიფიკატის მისაღებად, კლინიკამ წარმატებით გაიარა ორწლიანი სერტიფიცირების პროცესი, რომლის შედეგები განიხილა ენდომეტრიოზის ევროპულმა ცენტრმა და კლინიკას ახლახან ოფიციალურად მიენიჭა ევროპული სტანდარტის სერტიფიკატი – გახდა ამ დარგის პირველი ცენტრი საქართველოში. ასეთი ცენტრი სულ 35-ია ევროპაში. სერტიფიცირება ნიშნავს, რომ პაციენტები ჩვენს კლინიკაში სრულად იღებენ ისეთივე დონის მკურნალობას, როგორც წამყვან ქვეყნებშია შესაძლებელი”, – აცხადებენ ორგანზიატორები.

ამ მოვლენისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია დღეს, 12:00 საათზე, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში გაიმართება, ხოლო ლექცია-კონფერენცია თემაზე – ”ადენომიოზი – გამოწვევა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 17:00 საათზე ჩატარდება.

პრესკონფერენციას დაესწრება სპეციალურად მოწვეული პროფესორი, ESHRE და ESGE-ს ექსპერტი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ვასილიოს ტანოსი (ლარნაკა, კვიპროსი). პრესკონფერენციის ორგანიზატორი და ინიციატორია პროფესორი არსენ გვენეტაძე.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …