მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ელექტრონული რეცეპტი მედიკამენტების დანიშვნის პროცესებსა და თანმდევ პრობლემებს დაარეგულირებს
ელექტრონული რეცეპტი პრობლემას დაარეგულირებს, მაგრამ ამას სჭირდება დრო. ყოველი ასეთი კვლევა და ინიციატივა დააჩქარებს ამ პროცესების დალაგებას.

ელექტრონული რეცეპტი მედიკამენტების დანიშვნის პროცესებსა და თანმდევ პრობლემებს დაარეგულირებს

ააიპ ,,ფარმაცევტული კომპანიების ასიციაციისა’’ და ააიპ ,,საქართველოს სამედიცინო ასოციეციების გაერთიანების’’ ერთობლივი ბრიფინფი გაიმათა, რომელიც  ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულსა  და პოლიპრაგმაზიის შემთხვევებთან ეფექტური ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა.

ბრიფინგზე სიტყვით წარსდგა ააიპ „საქართველოს სამედიცინო ასიციაციის გაერთიანების“ აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე, რომელმაც ბრიფინგის მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფარმაცევტული კომპანიის ჩართულობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა:

„მისასალმებელია, როდესაც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია აღნიშნულ საკითხებშია აქტიურად  ჩართული. ეს მათი მხრიდან  ეთიკურობის ერთგვარი გამოვლინებაა. ისინი ამით ადასტურებენ, რომ მათი ინტერესი არის მიზანმიმართული. რაც შეეხება, ინტერესთა კომფლიქტს, ამაზე თავიდან აცილებაზეც ვიფიქრეთ. ამ შემთხვევებს ჩვენ მოგვაწვდის  სადაზღვეო კომპანიების ასოციაციაცია. ჩვენ მათთან გვქონდა შეხვედრა. ყველა სადაზღვეო კომპანია გაინაწილებს პროპორციულად გარკვეულ შემთხვევებს, რომლებიც პაციენტისა და კლინიკის ანონიმურობის დაცვით, მოაწვდიან ჩვენს ასოციაციას.

ვფიქრობ, დაახლოებით 60 დღის შემდეგ, ჩვენ გვექნება გარკვეული შედეგები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გავაანალიზოთ, რა მიმართულებებია და რა რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს ამის შემდეგ. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სახელმწიფო აპირებს მედიკამენტების სუბსიდირებას მომავალში გარკვეული დოზით. სახელმწიფოც აანონსებს ამას. აღნიშნულ პროექტის შესახებ სრულ  ინფორმაციას საზოგადოებას  60 დღის შემდეგ მივაწვდით’’.

ბრიფინგზე ასევე სიტყვით გამოვიდა  ააიპ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციის გაერთიანების“ პრეზიდენტი ირინა ჭელიძე, რომელმაც მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევებზე ისაუბრა:

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველში ტარდება კვლევა მედიკამენტებთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინიტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ანტიბიოტიკების რეგულაციის საკითხს. ჩვენ, ვალდებულად ვთვლით თავს, რომ მივიღოთ მონაწილეობა მსგავსი ტიპის პროექტში. ამ დარგში ვმუშობთ და ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კვლევა.

მართალია, ეს კვლევა არ არის პირდაპირ კავშირში ჩვენთან, მაგრამ ჩვენ გვიხდება პაციენტებთან ურთიერთობა და ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტების გადახედვა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მცირე სტიმული მივცეთ იმათ, ვისთვისაც შემდგომში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

აუცილებელია, გაგაცნოთ ჩვენი ინიციატივა მოსახელობას. ეს კვლევა დაგვანახებს როგორ ხდება ექიმების მიერ მედიკამეტების დანიშვნა. ეს კვლევა იქნება საფუძველი შემდგომ უკვე ღრმა კვლევებისა. ცხადია, ელექტრონული რეცეპტი ამ პრობლემას დაარეგულირებს, მაგრამ ამას სჭირდება დრო. ყოველი ასეთი კვლევა და ინიციატივა დააჩქარებს ამ პროცესების დალაგებას. ჩვენი ასოციაცია ყოველთვის ქართველი ექიმებისა და მოსეხლების გვერდზე იქნება’’.

gurianews.com

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …