მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ”ვარდისფერი მსვლელობა” გაიმართება
”ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ”ვარდისფერი მსვლელობა” გაიმართება

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ”ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში, 1-ელ ოქტომბერს კომპანია ”ეივონ (AVON) კოსმეტიქს საქართველოს” ეგიდითა და ”ლიბერთი ბანკის” მხარდაჭერით, თბილისში მასშტაბური „ვარდისფერი მსვლელობა“ გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ლიბერთი ბანკიდან” აცნობეს, მსვლელობის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის თაობაზე.

”ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მსვლელობის განრიგი ასეთია:

  • 13:00 – 14:00 საათი, შეკრება ფილარმონიის წინ, მაისურების და პრომო მასალების დარიგება.
  • 14:00 – 15:00 საათი, მსვლელობა ფილარმონიიდან პირველი სკოლის მიმართულებით.
  • 15:00 – 17:00 საათი აქტივობა პირველი სკოლის წინ, საინფორმაციო მასალების გავრცელება, ექიმის კონსულტაცია და მამოგრაფიული შემოწმების გავლა, გასართობი ღონისძიებები.
  • 16:00 – 17:00 საათი, საქველმოქმედო კონცერტი, აქტივობის დახურვა.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე www.libertybank.ge/Pink. უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე – 032 2508 508

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …