მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » დონორად ყოფნის უფლება, შესაძლოა, რეციპიენტის არანათესავ პირებსაც მიეცეთ
პირებს, რომლებთაც რეციპიენტთან ნათესური კავშირი არ აქვთ, შესაძლოა მიეცეთ დონორად ყოფნის უფლება, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

დონორად ყოფნის უფლება, შესაძლოა, რეციპიენტის არანათესავ პირებსაც მიეცეთ

პირებს, რომლებთაც რეციპიენტთან ნათესური კავშირი არ აქვთ, შესაძლოა მიეცეთ დონორად ყოფნის უფლება, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

„რისკი ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ის, რომ ანგარებით არ ხდებოდეს დონორის მიერ რაიმე ორგანოს მიცემა რეციპიენტზე. ამიტომ, ეს რისკი რომ გამოირიცხოს, სასამართლოს ნებრართვაა საჭირო, იმისთვის, რომ პირი იყოს დონორი და რეციპიენტს მიეცეს შესაძლებლობა გადაინერგოს ესა თუ ის ორგანო.

ანუ სასამართლომ სხვადასხვა გარემოებების ერთობლიობით რაღაც ფაქტებით უნდა დაადასტუროს, რომ დონორსა და რეციპიენტს ემოციური კავშირი აქვთ და ამის უკან არანაირი ანგარება არ დგას. დღევანდელი კანონმდებლობით, ანგარების გამო ორგანოს გადანერგვა აკრძალულია, ეს არ შეიძლება“, – აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, ცოცხალ დონორთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. ცვლილებას “ადამიანის ორგანოთა გადანერგვის” შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

მოქმედი კანონმდებლობით, რეციპიენტისთვის ორგანოს გადანერგვის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ოჯახის წევრებს და ახლო ნათესავებს. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, პირებს, რომლებსაც რეციპიენტთან ნათესაური კავშირი არ აქვთ, მათაც ექნებათ შესაძლებლობა იყვნენ დონორები, სასამართლოს ნებართვის შემდეგ.

პროექტის თანახმად, პირი, რომელსაც რეციპიენტთან ნათესაური კავშირი არ აქვს, ცოცხალ დონორად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მას რეციპიენტთან უცხოვრია არა ნაკლებ 2 წლის განმავლობაში ან მასთან იმავე ხნის განმავლობაში ქონდა ახლო და სტაბილური და ემოციური კავშირი.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …