ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჟურნალისტებისათვის ტრენინგს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების სწორად გაშუქებაზე ჩაატარებს.
ღონისძიება 31 მარტს 14:00 სთ-ზე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გაიმართება.
ტრენინგს პროფესორი, ექიმი-ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი ჩაატარებს.
ჟურნალისატებს არესებითი გავლენა აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ყოველდღიურად ახალი ამბების რედაქციაში აქცენტი კეთდება „ცხელ“ ახალ ამბებსა და კრიზისებზე, რასაც შეუძლია საზოგადოებას არასათანადო წარმოდგენა შეუქმნას იმ ადამიანებზე, რომელთაც ფსიქიკური ავადმყოფობა აქვთ, რაც თავის მხრივ დისკრიმინაციას იწვევს.
ტრენინგი მიზნად ისახავს რეკომენდაციებს ჟურნალისტებისთვის, რაც მედიას ფსიქიკური დაავადებების უფრო ზუსტი სურათის წარმოჩენაში დაეხმარება