მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი საექთნო კოლეჯს ხსნის
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი საექთნო კოლეჯს ხსნის

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი საექთნო კოლეჯს ხსნის

საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი საქართველოში დავით ტვილდიანის  სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე 2015  გაიხსნა.

მაღალრეიტინგული სტუდენტების სწავლის საფასურს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დააფინანსებს, ასევე კორპორაცია სტუდენტებისთვის შეღავათიანი სასწავლო კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს. კოლეჯი მსურველების მირება 27 სექტემბრამდე გრძელდება.

საექთნო კოლეჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს, რაც ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარებას შეუწყობს ხელს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა აშშ-ს ექთნების სალიცენზიო გამოცდის (NCLEX)-ის მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული .

კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წელს და 8 თვეს მოიცავს. სტუდენტთა მიღება განხორციელდება ორ ნაკადად 2016 წლის სექტემბერში და 2017 წლის ოქტომბერში.

კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის  „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებად დასაქმებას კორპორაციის ქსელში შემავალ კლინიკებში. ამასთანავე საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ აშშ-ს საექთნო სალიცენზიო გამოცდა (NCLEX), რომელიც მათ აშშ-ს მწვანე ბარათსა (Green Card) და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას მისცემს.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსისტეტის საექთნო კოლეჯი და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ სექტემბრის მიღების ბოლო ღია კარის დღეს 25 სექტემბერს 13:00 საათზე წერეთლიუს 117-ში ჩაატარებს.

ღია კარის დღეებზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე:https://goo.gl/forms/ICQ6wH8XqlhqBJ263  ან საკონტაქტო ნომრის საშუალებით 593354950; 2357770

evex.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …