მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » დავით ნარმანიამ თბილსერვისის, მეტროპოლიტენისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
დავით ნარმანიამ თბილსერვისის,მეტრიპოლიტენისა და სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

დავით ნარმანიამ თბილსერვისის, მეტროპოლიტენისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

თბილისის მერი ოჯახთან ერთად ვარდების მოედანზე საახალწლო კონცერტს დაესწრო, კონცერტის შემდეგ დავით ნარმანიამ ახალი წელი პირადად მიულოცა მათ, ვინც დღესასწაულის მიუხედავად, ახალი წლის ღამეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე თბილისის მერის მოადგილეები, გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი იმყოფებოდნენ.

თბილისის მერმა პირველად ახალი წელი “თბილსერვისისა” და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მიულოცა, შემდეგ კი საახალწლო საჩუქრები თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს გადასცა.

„მინდა ყველას მივულოცო 2017 წლის დადგომა. წარმატებების, ბედნიერების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წელიწადი ყოფილიყოს. 2016 წელი დასრულდა ისე, რომ მაქსიმალური წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ 2017 წელი თითოეული ჩვენგანისთვის იყოს უკეთესი წელიწადი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

epn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …