მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » დავით ბალაძემ საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას 2 თვის წინ ჩაეყარა საფუძველი და ხედავთ რა აქტიური ტემპებით მიმდინარეობს აქ სამშენებლო პროცესი.

დავით ბალაძემ საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან და ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად რეპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს გაეცნო.

მშენებლობის მიმდინარეობის დეტალები მთავრობის წარმომადგენლებს შპს “საბა კონსტრაქშენის” წარმომადგენელმა და შპს “სტადიონის” დირექტორმა გააცნეს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ფუძის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის მიხედვით 22107 კვ. მეტრ ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარით ფინანსდება.

მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას 2 თვის წინ ჩაეყარა საფუძველი და ხედავთ რა აქტიური ტემპებით მიმდინარეობს აქ სამშენებლო პროცესი. უკვე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას რეგიონისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტით სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა 22 მილიონი ლარით დაფინანსდება. ამ ეტაპზე 30 ადამიანია დასაქმებულიდა ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.

გარდა იმისა, რომ პროექტით ახალი სამუშაო ადგილები იქმნება, საავადმყოფოს მშენებლობა ნამდვილად ისტორიული პროექტია აჭარისთვის. იცით რომ რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია. მოსახლეობა ათეული წლებია ითხოვს ამ საავამდყოფოს მშენებლობას და მოხარული ვარ რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო“, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დავით ბალაძემ.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …