მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები.

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში 2014 წელს ცოფით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. 2015 წლის მონაცემებით კი, საქართველოში მიმდინარე წელს ცოფის შემთხვევა ადამიანებში არ დაფიქსირებულა.

“ყოველწლიურად საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ანტირაბიული დახმარების მიღების მიზნით მოსახლეობის სულ უფრო მზარდი რიცხვი მიმართავს. 2014 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ ანტირაბიული დახმარება 53 ათასზე მეტ ადამიანს, ხოლო 2015 წლის 8 თვეში – 41 ათასზე მეტს გაეწია”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …