აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მიმართეს
„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ – ამ სახელწოდების აქცია თბილისში „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ წევრებმა გამართეს. პაციენტების სურვილია, საზოგადოების თითოეულ წევს მიაწვდინონ მნიშვნელოვანი გზავნილი: “ყველაფერი ჩვენს ხელშია”. ისინი ხელისუფლებას სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დაფინანსებას სთხოვენ.
ონლაინ პეტიციის შედეგად შეგროვებული ხელმოწერებით, შესაბამისი განცხადებით აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მიმართეს.
აქციის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება მძიმე დაავადების – რევმატოიდული ართრიტის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო და ცოცხალ ჯაჭვში ჩართულობით მხარი დაუჭირა რევმატოიდული ართრითით დაავადებული პაციენტებისთვის: „ჯანმრთელი სახსრები – ეს მიღწევადია“.
„რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს სახსრების გაუსაძლისი ტკივილის გამო უჭირთ მოძრაობა, სახსრები დეფორმირდება, კარგავს ფუნქციას და საბოლოოდ მოძრაობა ეზღუდებათ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ დაავადებასთან მიმართებაში, რადგან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა გაზრდის შანსს, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულმა პაციენტებმა მიიღონ ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა,”
– აღნიშნავს „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ -ერთ-ერთი დამფუძნებელი მარინა საღარაძე.
„არასდროს რეალური სურვილები და ფიზიკური შესაძლებლობები თანხვედრაში არ მოდის. ძალიან სტრესულია. თავად მეოთხე სტადია მაქვს. გაუსაძლისი ტკვილებთან ერთად, წლების განმავლობაში კიდურების დეფორმირება გამოიწვია. თუ დროულად არ მოხდა ბილოგიური პრეპარატების გამოყენება, შედეგი არც თუ ისე სახარბიელო იქნება. ეს ისეთი პრეპარატებია საოცარ ცვლილებებს იწვევს, ფაქტობრივად აჩერებს ავადმყოფობას“,
-აღნიშნავს „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ ერთ-ერთი წევრი რუსუდან ედიბერიძე.
დასასრულს, ცნობილი გახდა ონლაინ პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა. გამოქვეყნებული შედეგები საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსა და საკრებულოს გადაეგზავნა.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ არსებული პრობლემა მათთვის სიახლეს არ წარმოადგენს, ამასთან იმედოვნებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ახალი სერვისები შესაძლოა დაემატოს, თუმცა მანამდე პაციენტებს შესაძლებლობა მაქვს სამინისტროს დაიფინანსების თაობაზე ინდივიდუალური განცხადებებით მიმართოს, რომელსაც შესაბამისი კომისია განიხილავს და დაფინანსების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს.
ღონისძიების საკომუნიკაციო კამპანია კომპანია „ჯეპრამ“ უზრუნველყო.