18 ივნისს, საქართველოს თურქეთის ჯანმრთელობის ცენტრ ,,აჯიბადენის ხელოვნური განაყოფიერების გინეკოლოგიისა და უშვილობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბიულენტ ტირაში ეწვევა და ქართველი ექიმებისთვის კონფერენციას ჩაატარებს.
ცენრტი წელიწადზე მეტია, საქართველოში მუშაობს, რამდენიმე ქართველმა ექიმმა კი, თურქეთში, აღნიშნულ კლინიკაში კვალიფიკაცია უკვე აიმაღლა.
,,აჯიბადემის“ კლინიკა უახლესი ტექნოლოგიებითა და მსოფლიო სტანდარტების უიშვიათესი აპარატურითაა აღჭურვილი. ამასთან, მკურნალობის ისეთ მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც მაქსიმალურ ეფექტს იძლევა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანია, პირველ რიგში, პოტენციური პაციენტებისთვის სერვისის ხარისხი აამაღლოს, რაც ბრენდისა და პაციენტების საშუამავლო კომპანიების გვერდის ავლით ურთიერთობას გულისხმობ.
ამასთან, ,,აჯიბადემის“ ‘კლინიკა გეგმავს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმომადგენლობა გახსნას აღნიშნულ კონფერენციას, როგორც კლინიკის ქართველმა წარმომადგენლემა, გიორგი სასირელმა განაცხადა,100-მდე ქართველი ექიმი დაესწრება, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.