მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჩვენი წამყვანი ინტელექტუალური სამედიცინო ძალა ქვეყნის გარეთ არის
ჩვენი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი წამყვანი ინტელექტუალური სამედიცინო ძალა და არა მხოლოდ, ქვეყნის გარეთ არის და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათ ისეთი პირობები შევუქმნათ, რომ ისინი აქ დაბრუნდნენ და ჩვენს ქვეყანაში იმოღვაწეონ

ჩვენი წამყვანი ინტელექტუალური სამედიცინო ძალა ქვეყნის გარეთ არის

საქართველოში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა იწყება. პროექტს ერთობლივად განახორციელებენ “თიბისი ჰოლდინგი”, “კონტი ჯგუფი” და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი.

როგორც პროექტის პრეზენტაციისას მამუკა ხაზარაძემ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, ჰოსპიტალში შესაძლოა ექიმების გადამზადების პროექტიც დაიწყოს.

როგორც ხაზარაძე ამბობს პროექტის „ამერიკული აკადემია თბილისში“ ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული 25 ქართველი მასწავლებელი საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გაემგზავრნენ და მსგავსი პროექტის განხორციელება შესაძლოა ჰოსპიტალშიც მოხდეს.

“4 წლის განმავლობაში, მათ ჯამურად 68 მილიონი დოლარის სტიპენდია მოიპოვეს. ქართველმა 588 სტუდენტმა 68 მილიონი დოლარის სტიპენდია მიიღო. ვსაუბრობ ისეთ უნივერსიტეტებზე, როგორიც არის ჰარვარდი, კოლუმბია, იელი და სხვა.

დირექტორი ყოველთვის ამერიკელი გვყავს და ეს მეთოდი ქართულ ბიძაშვილ-მამიდაშვილობას, მეგობრობას, ნაცნობობასა და პროტექციას გამორიცხავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც ყველაზე მთავარია, ის ქართული გუნდი, ის გუნდია, რომელიც გადამზადდა, რომლებმაც ევროპაში დაამთავრეს სასწავლებლები.

ჩვენ პირველივე დღიდან დავიჭირეთ ის სტანდარტი, რომელიც ასეთ შედეგს გვაძლევს.

ანალოგიური პროექტი ჰოსპიტალშიც გვინდა გავიმეოროთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი წამყვანი ინტელექტუალური სამედიცინო ძალა და არა მხოლოდ, ქვეყნის გარეთ არის და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათ ისეთი პირობები შევუქმნათ, რომ ისინი აქ დაბრუნდნენ და ჩვენს ქვეყანაში იმოღვაწეონ” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …