თბილისი (GBC) – საფონდო ბირჟაზე სამედიცინო კორპორაცია ევექსის ობლიგაციებზე $MCE01H მსხვილი გარიგება დაიდო.
ე.წ ფიქსინგის გზით, 3 გარიგებით, 559 ობლიგაცია გასხვისდა, თითოს ფასმა 1015 დოლარი შეადგინა.
გარიგების ჯამური ღირებულება 567 385 დოლარია.
შეგახსენებთ, საქართველოს საფონდო ბირჟაზე სამედიცინო კორპორაცია ევექსის 15 000 ობლიგაციაა განთავსებული, თითოს ნომინალური ღირებულება 1000 აშშ დოლარია.
gbc.ge