23 აპრილს, თემაზე „იმუნური სისტემის დარღვევების კორექციის ბიორეგულაციური მიდგომები ქრონიკული დაავადებების თერაპიის დროს” საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება.
სიმპოზიუმი გერმანული კომპანია ”ჰეელის” ორგანიზებით ტარდება და მასში გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას.
სიმპოზიუმს 300-მდე ექიმი დაესწრება. გერმანელი მედიცინის დოქტორი, პროფესორი რალფ დოიშერი კი, მოხსენებას თემაზე „ბიორეგულაციური საინექციო ტექნიკები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს“ წაიკითხავს.
უკრაინაში მოღვაწე ქართველი ექიმის, პროფესორ ბესიკ შამუგიას თქმით, ნებისმიერი სპეციალობის ექიმი, რომელიც სიმპოზიუმს დაესწრება, მოკლე დროის განმავლობაში მიიღებს მაღალეფექტურ და საიმედო ინსტრუმენტს ყოველდღიური პრაქტიკისთვის.
მისივე თქმით, საერთაშორისო სიმპოზიუმზე წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან მოხსენებას წაიკითხავენ კომპანია „ჰეელის” კომპლექსური ბიოლოგიური პრეპარატებით მრავალი დაავადების მკურნალობის შესახებ.
“მნიშვნელოვანია ექიმების მეტი ჩართულობა სიმპოზიუმებში, მითუმეტეს, როდესაც მოდერატორები არიან საერთაშორისო გამოცდილების სპეციალისტები, რადგან დღეს მედიცინას მეტი ინოვაცია და უცხოური გამოცდილება ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, როდესაც სიმპოზიუმის მონაწილე ექიმები რეგიონიდან ჩამოდიან და პირდაპირ ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება შემდგომი გამოყენების პრაქტიკით.
ასევე ძალიან მნიშვენლოვანია, ყურადღება მიექცეს ცხოვრების ჯანსაღს წესს, რომელიც სხვადასხვა დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაძლიერებისკენაა მიმართული.
ორგანიზმზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა გაიზარდა და ამ სახის ცვლილებები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. გათვალისწინებული უნდა იყოს ალოპათიური პრეპარტების უსაფუძვლო მიღება, რაც ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიურად მოქმედებს“, – განაცხადა ბესიკ შამუგიამ.
მისივე თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ევროპის არაერთ ქვეყნაში ტარდება. ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.