მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ბავშვთა ტუბერკულოზის განყოფილების მშენებლობა წელს დასრულდება
ბავშვთა ტუბერკულოზის განყოფილების მშენებლობა წელს დასრულდება.ეს იქნება საქართველოში ამ პროფილის ერთადერთი სტაციონარული ტიპის დაწესებულება.

ბავშვთა ტუბერკულოზის განყოფილების მშენებლობა წელს დასრულდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა ახალი განყოფილების მშენებლობა მოინახულა.

ეს იქნება საქართველოში ამ პროფილის ერთადერთი სტაციონარული ტიპის დაწესებულება, სადაც მოხდება სრული მოცულობითი ფთიზიატრიული სერვისის (ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევების გამოკვლევა, სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა) განხორციელება 0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის პაციენტთა კონტინგენტისათვის.

22 საწოლზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიონ 300 000 ლარი. შენობის ასაგებად უკვე გამოყოფილია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიმდებარედ 5000 კვ.მ, შეთანხმებული და დამტკიცებულია პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები.

ამ დროისთვის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილება განთავსებულია 60 წლის წინ აშენებულ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობაში, რომელს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ელემენტარულადაც ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ცენტრის ბავშვთა განყოფილების საწოლთა ფონდი შეადგენს 30-ს, მაგრამ რეალურად მხოლოდ 20 ბავშვის განთავსება არის შესაძლებელი.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …