მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებისთვის მემორანდუმი გაფორმდა
ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარების ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებისთვის მემორანდუმი გაფორმდა

ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარების ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა, ჩეხეთის განვითარების ფონდის დირექტორმა, პაველ ფრელიჩმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ მოაწერეს.

პროექტი მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობას და მისი შესაბამისი რესურსით აღჭურვას ისახავს მიზნად.

პალიატიური მოვლა იმ პაციენტებზე მრავალპროფილიან მზრუნველობასა და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გულისხმობს, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …