დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – ,,ჭიტა’’, რომელიც ეძღვნებოდა დღენაკლულ და წონადეფიციტურ ბავშვებს.
მუზეუმის განსაკუთრებული სტუმრები სწორედ ეს პატარები იყვნენ. დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ დაეთვალიერებინათ იმ ახალშობილთა ფოტოები, რომლებმაც სიცოცხლისათვის იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდეც.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ დასავლეთ საქართველოს მეან-გინეკოლოგები და რეანიმატოლოგები, რომლებიც ამ პატარების სიცოცხლისათვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ.
დღეს, მუზეუმის მეგობართა კლუბს ბათუმის 22-ე საბავშვო ბაღი შეემატა, რომელიც თავისი აღსაზრდელებით და მინი კონცერტით სტუმრობდნენ მუზეუმს. პატარებისთვის ზეიმი, სპეციალურად მოწვეულიმა ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა მოაწყვეს.