მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
დღეს, ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, მას 16 ქვეყნიდან მოწვეული 250-მდე დელეგატი ესწრება.

ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს, ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონფერენცია აჭარის მთავრობის პატრონაჟით ტარდება და მას 16 ქვეყნიდან მოწვეული 250-მდე დელეგატი ესწრება.

“მეამაყება, რომ სწორედ ბათუმი მასპინძლობს საქართველოში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველ საერთაშორისო კონფერენციას და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტრადიციის საძირკველი გახდება. თანამედროვე მედიცინა ძალიან დინამიურია. ეს კონგრესი ყველა დელეგატისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა სიახლეების გაზიარების, კონტაქტების დამყარების, ახალი თანამშრომლობის და ბათუმი ამისათვის საუკეთესო ადგილია”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საერთაშორისო კონგრესზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან გორგილაძემ, რომელმაც სტუმრებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მისასალმებელი სიტყვა წაუკითხა.

კონფერენციის მნიშვნელობისა და ბათუმში მისი ჩატარების იდეის შესახებ დელეგატებს ცნობილმა ექიმი, ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ილია ნაკაშიძე ესაუბრა. 

ილია ნაკაშიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და მის მეუღლეს სოფიო ბაკურიძეს, რომელთა უშუალო მხარდაჭერით, ჯერ კიდევ ყაზახეთში დაიგეგმა აღნიშნული საერთაშორისო სამედიცინო ფორუმის ბათუმში ჩატარება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …