ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო გაყიდვის შემდეგაც იმავე პროფილს შეინარჩუნებს, აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრი რამაზ ბოლქვაძე ჟურნალისტებთან საუბარში.
მინისტრის განმარტებით, მთავარი პირობა ის არის, რომ შენარჩუნდება იგივე პროფილის საავადმყოფო და რეგიონში დამატებით ინვესტიცია განხორციელდება.
“ეს არის ელექტრონული გამჭვირვალე აუქციონი, შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ. აქ მთავარი პირობა ის არის, რომ გაყიდვის შემთხევევაში იგივე პროფილის საავადმყოფო იქნება და შესაბამისად, განხორციელდება ინვესტიცია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრმა რამაზ ბოლქვაძემ.
30 დეკემბერს ელექტრონული აუქციონის წესით ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ახალი მესაკუთრის ვინაობა გახდება ცნობილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს “რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან, ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.
pia.ge