მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აუტიზმის მქონე ადამიანთა რიცხვი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება
აუტიზმის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. ამ მდგომარეობის მქონე ადამიანთა რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება, მათ შორის საქართველოშიც.

აუტიზმის მქონე ადამიანთა რიცხვი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება

აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევების ჯგუფს მიეკუთვნება და წარმოადგენს ქრონიკულ მდგომარეობას. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ქცევის და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა.

აუტიზმის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის.   ამ მდგომარეობის მქონე ადამიანთა რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება, მათ შორის საქართველოშიც.

მედეა ზირაქაშვილი, ბავშვთა ფსიქიატრი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტი jandacva.ge-ის აუტიზმის სპექტრის აშლილობის საკითხებზე ესაუბრა.

„აუტიზმის მქონე ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა მთელს მსოფლიოში. საქართველოში რაიმე ტიპის კვლევა არ ჩატარებულა ამ მხრივ, მაგრამ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, საქართველოშიც გაიზარდა ეს რიცხვი.“

ფსიქიატრი, აუტიზმის მქონე ადამიანების რაოდენობის გაზრდას უკავშირებს ერთი მხრივ ცნობადობის ამაღლებას ამ საკითხზე, ხოლო მეორე მხრივ გარემო პირობების ზეგავლენას.

„მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ცნობადობა გაიზარდა აუტიზმის მიმართ, ფსიქოგანათლება გაიზარდა მოსახლეობის, ტესტები უფრო მისაღები გახდა, კვალიფიციური კადრები გაჩნდა. ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება გარემო ფაქტორები იმდენად შეიცვალა, რომ გაიზარდა აუტიზმის მქონე ადამიანთა რიცხვი. ეს ეპიგენეტიკური სინდრომია და გარემო ფაქტორები და გენეტიკური წინასწარი განწყობის ერთობლიობა  ქმნის კლინიკურ გამოვლინებას დიაგნოზისას.“ 

რაც შეეხება აუტიზმის პრევენციასა და  ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს, მედეა ზირაქაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ადრეულ ეტაპზევე მოხდეს მდგომარეობის იდენტიფიცირება და დაიწყოს ქცევით თერაპიაზე ზრუნვა.

„პრევენცია შეუძლებელია, უბრალოდ თუ შევამჩნევთ სიმპტომებს, ადრეულ ასაკში მივიტანთ ეჭვს  და დავიწყებთ მუშაობას პროგნოზულად შეიძლება გავაუმჯობესოთ მდგომარეობა.  18 თვიდან სიმპტომები იწყებს გამოვლინებას, ასაკთან ერთად კლინიკა იშლება. თუ თავიდან ვსაუბრობთ მხოლოდ რისკებზე, რაღაც პერიოდის შემდეგ ვსაუბრობთ კლინიკაზე დადასტურებულად.

ეს არ არის დაავადება, ეს მდგომარეობაა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა არ არსებობს, გაუმჯობესება შესაძლებელია და დიაგნოზი შეიძლება მოეხსნას.“ 

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებთან  ქცევითი თერაპიის მეთოდით მიმდინარეობა მუშაობა. ის ფსიქოლოგიური ჩარევის ერთ-ერთი ფორმაა. სწორდ ქცევითი თერაპია გახლავთ მსგავსი ტიპის დარღვევების დროს პირველი რიგის არჩევანი.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …