მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს.

აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

“შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს”,- ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის სამუშაო გეგმის გრაფიკში.

გარდა ამისა მითითებულია, რომ გამოვლენილია გარე წყაროების მიერ მართვის პრობლემები, კერძოდ: “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით”,-წერია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.

გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 2016-17 წლებში ჩატარებული იმუნიზაციის პროგრამის შემოწმება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ფარგლებში ორივე წელს, ჯამში, 32 მილიონი ლარია დახარჯული.

საბოლოო პასუხი, არსებობდა თუ არა დარღვევები იმუნიზაციის პროგრამაში, აუდიტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

imedinews.ge

იხილეთ ასევე

აუტიზმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

აუტიზმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

ჩეხეთის კარიტასისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა …