მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » არგვეთში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება
27 ნოემბერს ს. არგვეთში უფასო სამედიცინო კვლევა გაიმართება.აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის".

არგვეთში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება

27 ნოემბერს ს. არგვეთში უფასო სამედიცინო კვლევა გაიმართება.

აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის”.

ორგანიზაციის ბაზაზე სხვადასხვა პროფილის მედიკოსებით (ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი და ა.შ.) დაკომპლექტებული გუნდი მოქმედებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.

ჯგუფის მიერ უფასო კვლევები საჩხერის მუნიციპალიტეტით დაიწყება.

ექიმები არგვეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაბამის კონსულტაციას გაუწევენ. აქცია 10-დან 6 საათამდე, არგვეთის საჯარო სკოლაში გაიმართება.

მალე აღნიშნულ ჯგუფს ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო ექიმის დავით ბერიძის სახელი მიენიჭება, რომლის პატივის მისაგებადაც პირველი აქცია მის მშობლიურ სოფელში იმართება.

etanews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …